სოფელ რუისთან ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ რუისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავარიის შედეგად მანქანაში მყოფი 3 წლის ბავშვი დაიღუპა, 4 ადამიანი კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს საპატრულო პოლიცია ადგენს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები