დე ფაქტო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები ე.წ. „დსრ“-ს საბანკო სისტემის შექმნაში დაეხმარებიან

თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ დე ფაქტო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დახმარებით საბანკო სისტემის შემუშავებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
„უახლოეს დროში რუსეთის ფედერაციის ბანკებთან მუშაობის საკითხი გადაწყდება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავისი საბანკო სისტემის შემოთავაზებით დაგვეხმარებიან. მე ვფიქრობ, ეს უკვე თვის განმავლობაში მოხდება“, – განაცხადა ე.წ.“დსრ“-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ ლეშენკომ.
მისი სიტყვებით, „დსრ-ის ფინანასთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად უკვე გაემგზავრა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები