ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები – სადახლოსა და სარფის საბაჟოებზე

საბაჟო – გამშვები პუნქტის, „სადახლოს“ ტერიტორიაზე, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქე ქ. ე. შემოვიდა, რომელსაც დათვალიერების შედეგად ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი – 14 კაფსულა პრეპარატი „LYRICA“ აღმოაჩნდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 56 კაფსულა „LYRICA“ აღმოაჩინეს მებაჟე ოფიცრებმა „სადახლოს“ ტერიტორიაზე, სომხეთის მოქალაქე მ.ვ.-ის კუთვნილ ავტომანქანაში. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს შსს მარნეულის რაიონულ სამმართველოს გადაეცა. ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „APO-CLONAZEPAM“ – 92 მთლიანი აბი და 7 ცალი ნახევარი აბი – აღმოაჩნდა „სარფის“ ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ ერაყის მოქალაქე ა.ჰ.-ს. საქმე რეაგირებისთვის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები