„უახლოეს მომავალში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მსგავსი ტერაქტი იგეგმება“

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელის, ლადო სადღობელაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მსგავსი ტერაქტი იგეგმება.
„მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება მსგავსი ტერაქტი, რომელიც მოხდა იური ვაზაგაშვილთან მიმართებაში. ხაზს ვუსვამ, რომ ქადაგიძე, ჭაია, გვაზავა, ასევე, 17 პირი, რომელთა სიაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ – ამ ადამიანებს ყურადღება მიაქციოს ხელისუფლებამ და ყურადღება მიაქციოს მათ აქტივობებს. თუ ისინი არ დააკავეს, უარესი ტიპის ტერაქტი გველოდება,“ – აღნიშნა სადღობელაშვილმა.
მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა გია სოსანაშვილმა აღნიშნული დანაშაული ფინანსური დაინტერესების გამო ჩაიდინა.
„გაჩნდა სხვადასხვა ვერსია. ჩვენ გამოვდივართ ამ ვერსიით, რომ სწორედ ფინანსური დაინტერესება არსებობდა ამ ადამიანთან მიმართებაში, გაჭირვებულად ცხოვრობდა და ფული უნდოდა. ამასთან დაკავშირებით ჩაიდინა მან ეს დანაშაული,“ – აღნიშნა სადღობელაშვილმა.
მისივე განცხადებით, არსებობს ფოტომასალა, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ და რომლითაც დასტურდება იმ 17 -კაციან სიაში შესული პირების ნაცნობობა, მეგობრობა და რიგ შემთხვევაში, ნათესაური კავშირები.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ გამოაქვეყნა 18 -კაციანი სია, რომელშიც, მათი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დატოვებული ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ჩანერგილი მაღალჩინოსნები შედიან. აღნიშნულ სიაში ფიგურირებს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი და ასევე, ყოფილი ძალოვნები: ირაკლი ქადაგიძე, ზაზა ჭაია და ლევან გვაზავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები