სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის სიძე ვადიმ ვალიევი გუშინ, 9 თებერვალს ცხინვალში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან თავი მოიკლა.
ის ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა. მის მეუღლეს მარინა თიბილოვას ასევე მაღალი თანამდებობა ეკავა. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები