„თი-ბი-სი“ ბანკის დამფუძნებელმა „ასავალ დასავალის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
„თი-ბი-სი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაზეთ „ასავალ დასავალის“ რედაქციის წინააღმდეგ სარჩელი შეტანა. ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა. ხაზარაძის შეფასებით, ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებული სტატია ცილისმწამებლურია. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რედაქცია დაშვებულ შედომას აღიარებს, „თი-ბი-სი“ ბანკი მზადა არის, დათმობაზე წავიდეს და შესაძლოა, სარჩელი უკან გამოიტანოს. როგორც ბანკის დამფუძნებელმა აღნიშნა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე „ასავალ-დასავალიც“ იყო მოწვეული, თუმცა გაზეთის ჟურნალისტი შეხვედრას არ დასწრებია. “მე და ჩემი პარტნიორები ვაკეთებთ საერთაშორისო ბიზნესს. ყველა ბიზნესი, რომელიც “თი-ბი-სი“ ჯგუფშია, არის საერთაშორისო ნიშნით შექმნილი. თითქმის არ არსებობს კომპანია, სადაც ჩვენ უცხოელი, რეპუტაციული ინვესტორი არ გვყავდეს. ამიტომ ჩვენ ვერავის ვერ ვაპატიებთ. ეს არის სერიოზული თემა, რომელიც ეხება მთლიანად ქართული ბიზნესის რეპუტაციას. ჩვენ ვართ ერთ- ერთი წარმატებული ხმა ქართულ ბიზნესში და არავის არ მივცემთ უფლებას, ჩვენმა პარტნიორებმა, თუნდაც ირიბად მაინც დასვან კითხვა – რა არის ეს? რატომ გაყენებენ შეურაცხყოფას”,-აღიშნა ხაზარაძემ. დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა ადვოკატი ზვიად კორძაძეც, რომელმაც განცხადა, რომ ისინი მზად არიან, ნებისმიერ კითხვაზე გასცენ პაუხი. „თუ ვინმე იტყვის, რომ მამუკა ხაზარაძემ რაღაც წამართვა, ან „ამახია“, ამას ექნება სამართლებრივი მხარე. შემოთავზება არის მარტივი – გადავამოწმოთ ფაქტები, ხოლო შეხედულებები და შეფასებები ჩვენი საქმე არ არის“,- განაცხადა ზვიად კორძაძემ.