HSBC-ის შვეიცარიულ ფილიალში ფულს ქართველი პოლიტიკოსებიც ათეთრებდნენ

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში ყოფილი პოლიტიკოსების ანგარიშები ცალკეა მოხსენიებული. იმ ქვეყნების სიაში, რომელთა ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსებმა ბანკის ამ ფილიალში ფული გაათეთრეს, საქართველოს მეოთხე ადგილი უჭირავს – დიდი ბრიტანეთის, რუსეთის და უკრაინის შემდეგ.
კონსორციუმის მტკიცებით, მდიდარი კლიენტები, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, საეჭვო წარმომავლობის ფულს სწორედ აქ ინახავდნენ. მათ შორის იყვენენ ცნობილი ფეხბურთელები, ჩოგბურთელები, როკ – ვარსკვლავები, ჰოლივუდის მსახიობები, სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, მაღალი დონის მენეჯერები, იარაღით მოვაჭრეები, ე.წ. „სისხლიანი ალმასების“ მომპოვებლების და ტერორიზმის დამფინანსებლები.
2007 წლის მონაცემებით, ანგარიშებზე, საერთო ჯამში, 75 მილიარდი ევრო იდო, რომელიც 200 სხვადსხვა ქვეყნის წარმომადგენელ 100 000 კლიენტს ეკუთვნოდა. მათ შორის იყვნენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ბიძაშვილი, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ხოსნი მბუბარაქის და ჩინეთის ყოფილი პრემიერის ლი პენის ნათესავები… მაკომპრომეტირებელი მასალები ფრანგულ პოლიციას HSBC – ის ყოფილი თანამშრომლის, ერვე ფილჩანის დახმარებით ჩაუვარდა. მასალები არაკეთილსინდისიერი კლიენტების შესახებ იმ ქვეყნების შესაბამის ორგანოებსაც დაეგზავნათ, რომლის მოქალაქეებიც კლიენტები იყვნენ.
მასალები დააგზავნეს როგორც ფრანგმა სამართალდამცველებმა, ისე ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა. ამ მასალებზე 2012 წელს კვლევა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც ჩაატარა, რის შემდეგაც გამოირკვა, რომ ბანკიდან ტრანზაქციები ისეთ აზიის იმ ბანკებშიც ირიცხებოდა, რომლებიც ტერორიზმის დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილნი.
HSBC – მა შეცდომები აღიარა და განაცხადა, რომ საეჭვიო კლიენტებს ის უკვე დაემშვიდობა. მათი თქმით, მათ ახალი სტადანრტები შეიმუშავეს და ფულის გათეთრების სპეციალისტები დაიქირავეს. ამ ღონისძიებების შედეგად ბანკს კლიენტების ბაზა 70 პროცენტით შეუმცირდა. გამოძიებას 45 ქვეყნის 140 ჟურნალისტი აწარმოებდა.

წყარო:http://ipress.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები