გია სოსანაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
თავად სოსანაშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და მას მკვლელობა არ ჩაუდენია.
სოსანაშვილი პროკურატურამ 8 თებერვალს დააკავა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები