პრეზიდენტი პარლამენტში მომავალ სასესიო კვირაში მივა

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მომავალ სასესიო კვირას წარდგება. კონკრეტული თარიღი დღეს საღამოს დაზუსტდება, ბიუროს მომავალ სხდომაზე კი გადაწყდება, როგორი იქნება პრეზიდენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლის ფორმატი.
როგორც დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს კონსულტაცია სამუშაო გრაფიკთან და დღის წესრიგათან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები