“ირაკლი ალასანია, დავით ბაქრაძესა და ნიკა რურუასთან ერთად, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას შექმნის”

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ალასანია, დავით ბაქრაძესა და ნიკა რურუასთან ერთად, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას შექმნის. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ალასანია, ბაქრაძე და რურუა წარსულშიც მეგობრობდნენ.
„ნიკა რურუა და ირაკლი ალასანია თუ ერთმანეთს 90-იანი წლების ქუჩიდან იცნობენ – „მხედრიონი“, „კულინარიელები“ და ასე შემდეგ, როგორც ამას მედია ხშირად იხსენებს ხოლმე, ირაკლი ალასანიას და დავით ბაქრაძეს ერთმანეთთან უკვე შევარდნაძის დრო აკავშირებთ“, – წერს გამოცემა.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაციით, დავით ბაქრაძეს უკვე დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლა უნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები