თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკური დირექტორის ლევან ნაროუშვილის ინფორმაციით, გზები გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა წყნეთში, კიკეთსა და კოჯორში.
მისივე თქმით, გზებზე ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
„საჭიროების შემთხვევაში, „თბილსერვის ჯგუფი“-ს სპეცტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს. რათა მოსახლეობამ შეძლოს უსაფრთხოდ გადაადგილება”- განაცხადა ლევან ნაროუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები