სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსგან 3 პატიმრის ექსტრადირებას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან პატიმრობაში მყოფი სამი ეთნიკურად ოსი რუსეთის მოქალაქის – გ. ვალიევის, გ. ზასეევისა და ი. კოჩიევის ექტრადირებას ითხოვს.
როგორც საინფორმაციო საშუალება “რესი” იუწყება, საქართველოს კანონმდებლობით ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დროისთვის უკიდურესაც მძიმეა, რადგანაც მე-4 დღეა შიმშილობენ. ნამდვილად მიიღო თუ არა საქართველოს მთავრობამ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისგან პატიმრების განთავისუფლებასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები