ვალერი გელბახიანი: სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ერთადერთი შანსი რევოლუციაა

“სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ერთადერთი შანსი არსებობს და ეს არის რევოლუცია, სხვა შანსი არ არის” – აცხადებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, ნატოს ხელმძღვანელობის ინფორმაციით, რუსეთი საქართველოში ომს გეგმავს. ყოფილი დეპუტატი საქართველოში მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ თბილისში „ხელოვნური“ რევოლუციაც განხორციელდეს. „რევოლუციას უნდა მომწიფება. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ხელისუფლება ნდობას კარგავს, სიტუაცია რევოლუციისთვის მომწიფებული მაინც არ არის. თუმცა არსებობს ხელოვნური რევოლუციები. მაგალითად, შარშანდელი მაიდანის სცენარი უკრაინაში იყო ხელოვნური რევოლუცია. არავითარი საბაბი არ არსებობდა მაშინ რევოლუციისთვის და განხორციელდა სისხლიანი რევოლუცია. მით უფრო, ნატოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში ომს გეგმავს. ომის პროვოცირების შემთხვევაში ნაციონალურ ძალებს შეუძლიათ ხელისუფლების გადაყენება? ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სიმართლე გითხრათ, მიკვირს, ნატოს ხელმძღვანელობა რატომ აცხადებს ასეთ რამეს, მაგრამ ომს პირდაპირი სცენარით კი არ დაიწყებს, არამედ შერეული სისტემით. ეს კი მიმანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცას პირდაპირ ამზადებენ თუ აქეზებენ, რომ რუსეთი პროვოკაციას იწყებს და ანტირუსული ძალები უნდა განეწყონ ამ ომისთვის. მეტი საბაბი რაღა უნდა იყოს რევოლუციისთვის? – ამბობს ვალერი გელბახიანი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები