ეკა ბესელია სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებს შეხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებს შეხვდა.
იგი დაწესებულებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და პატიმართა საჩივრებს ეცნობოდა. ეკა ბესელიას თქმით, პრეტენზიები, ძირითადად, მოპყრობასა და სასჯელის შეუსაბამობას ეხება. დაკავებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და მათი საქმის შესწავლას მოითხოვენ.
„ჩვენ ვიმუშავებთ ინდივიდუალურად, მათ შორის პროკურატურასთან გვექნება ასევე სამუშაო შეხვედრა, იმიტომ, რომ ითხოვენ რამდენიმე საქმეზე საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას. ვისაც ჩვენ შევხვდით, ის მოშიმშილეები შეწყვეტენ შიმშილობას“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები