სევარიონ (სოსო) ნადირაძის რომანის „ხაკისფერი ჩადრის“ წარდგინება გაიმართება
10 თებერვალს, 18 საათზე მწერალთა სახლში, სევარიონ (სოსო) ნადირაძის რომანის „ხაკისფერი ჩადრი“ წარდგინება გაიმართება. აქვე ლიტერატურის მოყვარულებს შეეძლებათ რომანის შეძენა 10 ლარად. პოეტი წაიკითხავს საკუთარ საუკეთესო ლექსებს. ვინც საქართველოში არ იმყოფება და გულით სურს სოსო ნადირაძის რომანის შეძენა, შეუძლია თბილისში მცხოვრებ ახლობლებს შესთავაზოს საღამოზე დასწრება. დასწრება თავისუფალი და შეუზღუდავია, ისე, რომ ქართული, სათავგადასავლო რომანისა და ჭეშმარიტი პოეზიის მოყვარულებს დაუვიწყარი დღესასწაული ელოდება.
„პირველად რომანი 7 წლის წინ გამოიცა და 2 თვეში 500 ცალი გაიყიდა. აწ გარდაცვლილმა, ნიუ-იორკში მოღვაწე დიდმა ხელოვანმა ოთარ სეფიაშვილმა რომანს კავკასიური ჰიმნი უწოდა, რაც ალბათ ყველაზე დიდი და დაუვიწყარი შეფასებაა. ასევე რომანს დადებითად გამოეხმაურნენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები: ივანე ჯაფარიძე, ჯუმბერ ჯიშკარიანი, როსტომ ჩხეიძე, ნინო ვახანია და სხვანი. „მეორედ რომანს ახალი რედაქციით ვცემ, 100 გვერდი დაემატა და ბევრი ნიუანსით შეივსო და შედუღაბდა, ასევე დავხვეწე თხრობის სტილი, მეტი მხატვრულობა და პოეტური ხიბლი შევმატე, მოკლედ, მაგარი გამოვიდა…“ – ამბობს რომანის ავტორი.