თანამედროვე ებრაული დრამატურგიის წარდგინება გაიმართება

10 თებერვალს, 20:00 საათზე „კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში“ თანამედროვე დრამატურგიის სერიის ახალი გამოცემის – თანამედროვე ებრაული დრამატურგიის პრეზენტაცია და იოსეფ ბარ იოსეფის „რთული ადამიანების“ საჯარო კითხვა გაიმართება.
მონაწილეობენ: იოსებ ბაკურაძე და მოძრაობის თეატრის დასის მსახიობები – ნინა გორგასლიძე, ელიზბარ ჩხეიძე, ბექა პაიკიძე. პიესა თარგმნა მამუკა ბუცხრიკიძემ.
იოსეფ ბარ იოსეფი პიესების წერას 1963 წლიდან იწყებს და მალევე აღიარებენ, როგორც ნიჭიერ დრამატურგს. ამავე წელს იღებს ისრაელის პრემიას თეატრალური შემოქმედების დარგში. პიესა „რთული ადამიანები“ წარმატებით იდგმებოდა ინდოეთის, ბრაზილიის, ჩეხეთის, პოლონეთის, შოტლანდიის თეატრების სცენებზე. პიესის განახლებულმა ვერსიამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია უკრაინასა და რუსეთში. უკანასკნელ პერიოდში მოსკოვისა და პეტერბურგის თეატრებმა პიესის 20-ზე მეტი დადგმა განახორციელა.
გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის“ ერთობლივი პროექტი – „ვკითხულობთ თანამედროვე დრამატურგიას“ 2014 წლის 19 თებერვლიდან ამოქმედდა. ამ ხნის განმავლობაში 5 საჯარო კითხვა მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები