საქართველოში ანგელა მერკელი ჩამოვა

საქართველოში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის ჩამოსვლა იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით, მერკელი საქართველოს ზაფხულში ეწვევა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურია ადასტურებს. ჭანტურიას თქმით, კანცლერი ვიზიტის თარიღის აზუტებს.
„გერმანიის კანცლერი საქარველოს წელს ეწვევა. გაზაფხულზე ვიზიტი ვერ შედგება, რადგან გერმანია მასპინძლობს დიდ შვიდეულს და მერკელის გეგმების მიხედვით, ის უნდა შეხვდეს შვიდეული ყველა წევრი სახელმწიფოს მეთაურს“, – აღნიშნა ჭანტურიამ.
ბოლოს მერკელი საქართველოში 2008 წელს იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები