ეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუქზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სოციალურ ქსელში ერთმანეთს უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები: ეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი დაუპირისპირდნენ. ბესელია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თაქთაქიშვილმა მას “სირცხვილი” უწოდა.
“ჩიორას სტატუსზე მეცინებაა :-)))) მერე რომ ამხნევებენ “რამდენს უძლებო…” :-))) მისი სულით მონათესავე ნაცები… ტრაგიკომედიაა
რა ქნას, საოცნებო მიშიკო და ვანიკო არ ჰყავს სათავეში, შემოაკლდათ მილიონები, ვეღარ ურიცხავენ მის ე.წ არასამთავრობოში…. ემწარა სიმართლე სხდომაზე. არ მოგაკლებთ მაგ რეალობის შეხსენებას, რამდენი ადამიანი შეეწირა იმ ჯოჯოხეთურ სისტემას… რამდენს ამოხადეს სული და გააუბედურეს. ერთი ბანდაა ნაცები და მათი მეხოტბეები. ყოველდღე მომდის გაწამებული ადამიანების განცხადებები და ყოველდღე უნდა გამოგიქვეყნოთ”, მიმართავს ბესელია თაქთაქიშვილს, რომელმაც მმართველი გუნდის წევრს შემდეგი სტატუსი მიუძღვნა:
“ეკა ბესელია – ამაზე დიდი სირცხვილი არ ახსოვს მრავალტანჯულ ქართულ პოლიტიკას.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას.
მასაც მალე მოისვრიან სანაგვეზე, კორუფციულ სქემებშიც ამხელენ და ისიც დადგინდება, ვისი დავალებით შერაცხა რუსი ჯაშუშები პოლიტპატიმრებად, იმედია, დაჩი დარჩიას მკვლელობასაც გამოიძიებენ და რეალურ დამნაშავეს დაადგენენ.
ცოტა დრო არის დარჩენილი და მოვითმენთ, გავუძლებთ, მაგრამ დღეს ის წარმოადგენს საქართველოს, საუბრობს ქართველი ხალხის სახელით. და ეს არის სირცხვილი!” – წერს ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები