უკრაინელმა სამხედროებმა ისა მუნაევის ცხედარი იპოვეს და დნეპროპეტროვსკში გადაასვენეს

უკრაინაში ბრძოლისას დაღუპული ჩეჩენი საველე მეთაურის ისა მუნაევის ცხედარი იპოვეს და დნეპროპეტროვსკში გადაასვენეს. ამ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის სახალხო დეპუტატის ბორის ფილატოვის გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით „obozrevatel.com“-ი ავრცელებს.
„ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ის ვიპოვეთ. ისა დნეპროპეტროვსკში დაბრუნდა. ქალაქში, სადაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის მისი საბრძოლო გზა დაიწყო. ისა მუნაევის ანდერძის თანახმად, ის უკრაინაში დაიკრძალება“, – განაცხადა ფილატოვმა.
შეგახსენებთ, 2 თებერვალს იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის ბრიგადის გენერლის ისა მუნაევის დაღუპვის ფაქტი გახმაურდა. მუნაევი უკრაინის მხარეს მებრძოლ „ჯოხარ დუდაევის სახელობის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონს“ მეთაური გახლდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები