პოროშენკომ მიუნხენში უკრაინაში მეომარი რუსი ჯარისკაცების პასპორტების დემონსტრირება მოახდინა (ფოტოკოლაჟი)

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს უკრაინის ტერიტორიაზე მეომარი რუსი ჯარისკაცების პასპორტები და სამხედრო ბილეთები აჩვენა. ამ ინფორმაციას „„censor.net.ua““ ავრცელებს.
poro1
„მე თან იმ რუსი ჯარისკაცების, რუსი ოფიცრების პასპორტები და სამხედრო ბილეთები მოვიტანე, რომლებიც ქვეყანაში ჩვენთან მოვიდნენ. ეს საუკეთესო დადასტურებაა იმისა, რომ აგრესია ხორციელდება და რუსული არმია ჩვენ ტერიტორიაზე იმყოფება“, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის გარდა, საბრძოლველად რუსული მძიმე ტექნიკაც გამოიყენება.
poro2
“ამჟამად ჩვენ რუსულ ტანკებსა და რუსულ იარაღს ვხედავთ. კიდევ რამდენი ფაქტი გვჭირდება, რათა ვაღიაროთ, რომ რუსი დაქირავებული მებრძოლები და ტანკები ჩვენ ტერიტორიაზე იმყოფება?“ – მიმართა პოროშენკომ კონფერენციის მონაწილეებს.
poro4

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები