ალენ დელონის იშვიათი „ფერარი“ 14 მილიონ ევროდ გაიყიდა (ფოტოკოლაჟი)

ფრანგი კინოვარსკვლავის ალენ დელონის „ფერარის“ მარკის ავტომობილი პარიზის აუქციონზე 14,2 მილიონ ევროდ გაიყიდა. ამ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დელონის კუთვნილი ავტომობილი „Ferrari 250 GT SWB California Spider“-ი გახლდათ, რომლის მხოლოდ 37 ეგზემპლარიც გამოუშვეს.
გაყიდული ავტომობილი დაკარგულად ითვლებოდა. ის ახლახან საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთი კერძო ფერმის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
კინოვარსკვლავი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ სააუქციონო სახლმა „Artcurial“-მა ავტომობილის მიმართ ინტერესის და ფასის გასაზრდელად დელონის სახელი მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა.
„ეს ფერარი მე 1963 – 1965 წლებში, ფილმ „ლეოპარდის“ ეპოქაში მეკუთვნოდა. მე ის უკვე 50 წლის წინ გავყიდე! მე ის მხოლოდ ორი წლის მანძილზე მეკუთვნოდა. ყველაფერი რაც სააუქციონო სახლის კატალოგში წერია, ჩემი ნებართვის გარეშეა დაწერილი“, – განუცხადა მსახიობმა სააგენტო „ფრანც პრესს”.
pipia2
pipia3
pipia4
pipia5
pipia7
pipia8

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები