თოკში, რომლითაც სადამ ხუსეინი ჩამოახრჩვეს, კოლექციონერები 7 მილიონ დოლარს იხდიან
კოლექციონერებმა „ნადირობა“ გამოაცხადეს თოკზე, რომლითაც ერაყის დიქტატორის მეთაური ჩამოახრჩვეს. გავრცელებული ცნობით, კოლექციონერები მასში 7 მილიონი აშშ დოლარის გადახდას აპირებენ. ამ ინფორმაციას „the daily mail“-ი ავრცელებს.
თოკი ამჟამად ერაყის სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს და სადამ ხუსეინის სიკვდილით დასჯის მონაწილეს მოვაფაკ ალ-რუბაიეს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, მოვაფაკი თოკს საკუთარ სახლში ინახავს. მედიასაშუალებებს ხელში ჩაუვარდათ ფოტო, სადაც ჩანს, რომ ალ-რუბაიეს თოკი სახლში ხუსეინის ბიუსტზე აქვს ჩამოკიდებული.
ამ „არტეფაქტის“ შეძენა ორი ქუვეიტელი ბიზნესმენს, მდიდარ ოჯახს ისრაელიდან და ირანულ რელიგიურ ორგანიზაციას სურს. მსურველებს შორის ერთ-ერთი მზად არის 7 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადოს, თუმცა ალ-რუბაიე გაცილებით მეტის მიღებას გეგმავს.