აშშ-ის ყველაზე რომანტიულ ქალაქად ატლანტიკ-სიტი დაასახელეს

წმინდა ვალენტინის დღესასწაულთან დაკავშირებით, აშშ-ში ქვეყნის ყველაზე რომანტიული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნეს. ამ ინფორმაციას „The Los Angeles Times“-ი „OpenTable“-ის კვლევაზე დაყრდნობით აქვეყნებს. რეიტინგის თანახმად, აშშ-ის ყველაზე რომანტიულ ქალაქად ატლანტიკ-სიტი დაასახელეს.
როგორც გაზეთი წერს, ქალაქში არსებული კაზინოები კრიზისს განიცდის, თუმცა ეს რომანტიკაზე არ აისახება.
სიაში მეორე ადგილს ტეხასის შტატის ქალაქი სან-ანტონიო იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე პროვიდენსი (როდ-აილენდის შტატი) გახლავთ. სიაში შემდეგ საფეხურებზე კი-უესტი (ფლორიდა), ბირმინგემი (ალაბამა) და ლუისვილი (კენტუკი) იკავებენ. ათეულს ნიუპორტი (როდ-აილენდი), პამ-სპრიგსი (კალიფორნია), ოსტინი (ტეხასი) და ლაჰაიანა (ჰავაი) ასრულებენ.

რეიტინგი შედგენილ იქნა რესტორნების მონაცემების მიხედვით, რომელთა მომხმარებლებმაც ისინი „Oპენთაბლე“-ში „რომანტიულად“ შეაფასეს. ასევე რეიტინგში გათვალისწინებულ იქნა მაგიდები ორი მომხმარებლისთვის და ადამიანების რიცხვი, რომლებმაც 2014 წელს წმინდა ვალენტინის დღე სახლის გარეთ რომანტიული ვახშამი მოიწყვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები