გაძვირდება თუ არა ტაქსით მგზავრობა – შალვა ობგაიძის კომენტარი

„ტაქსების მომსახურების სფეროს რეფორმირება და გაუმჯობესება სჭირდება“ – აცხადებს დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი, ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი, შალვა ოგბაიძე გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას.
შალვა ობგაიძე განმარტავს, რომ გასათვალისწინებელია ტაქსების მომსახურეობის რეფორმის ორი მხარე. მისი თქმით, ერთის მხრივ მძღოლები, რომლებიც ოჯახს არჩენენ და მეორეს მხრივ მომხმარებელი, რომელმაც ტაქსით გადაადგილების დროს თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს.
“ვფიქრობ, ეს საკითხი რეფორმირებას აუცილებლად მოითხოვს. კარგია, ამ თემაზე საუბარი რომ დაიწყო. ამ საკითხით ორი მხარეა დაინტერესებული. პირველი, ესაა ამ სფეროში თვითდასაქმებული მძღოლები, რომლებიც ოჯახებს არჩენენ და მეორე მხარეს ჩვენი მოქალაქეები წარმოადგენენ, რომელთაც ხარისხიანი, უსაფრთხო და გონივრული ტარიფით მგზავრობა სურთ“, – მიიჩნევს ოგბაიძე.
ამასთან, ექსპერტის მოსაზრებით, სანამ ლიცენზიის ღირებულება დასახელდება, მანამ ვერავინ იტყვის, ტაქსით მომსახურება გაძვირდება თუ არა.
“აუცილებელია, ამ სფეროში მომუშავე ადამიანების სოციალური სახის წახალისება. რაც შეეხება საუბარს იმაზე, რომ ტაქსებისთვის ლიცენზიის შემოღება მგზავრობისა და მომსახურების ფასის გაზრდას გამოიწვევს, წინასწარ ამაზე საუბარი უაზრობად მიმაჩნია. ამაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ლიცენზიის აღების კონკრეტული თანხა დასახელდება. ამის შემდეგ ვივარაუდებთ, გაძვირდება თუ არა ტაქსით მგზავრობა“,-განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები