„არ გამიძვირო ლუდი“ – ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით მედიასემინარი გაიმართება
საინფორმაციო კამპანია „არ გამიძვირო ლუდი“ გრძელდება. ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით, „არ გამიძვირო ლუდის“ – საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მედიასემინარი გაიმართება.
მედიასემინარში მონაწილოებას მიიღებენ „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი და “ზედაზენის“ კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე. ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრებენ.
მედიასემინარი 7 თებერვალს ლუდსახარშ „ზედაზენსა“ და კომპანია „ნატახტარის“ ქარხნებში გაიმართება. ქარხნებში ჟურნალისტებისთვის ტური მოეწყობა.