ოთარ დანელია: რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის კლების ტენდენცია შეინიშნება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირებული არ არის, მაგრამ კლების ტენდენცია შეინიშნება.
მისი თქმით, დიდი ხანია ალტერნატიულ ბაზარზე მუშაობა მიმდინარეობს.
„რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტი გარკვეულწილად შემცირებულია. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ ალტერნატიულ ბაზრებზე, თუმცა აქ უფრო არა რეალიზაციის პრობლემა, არამედ ტრანზაქციების თემასთანაა დაკავშირებული საკითხია. ჩვენ, ბუნებრივია, რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ვეხმარებით დარგს. მნიშვნელოვნად შემცირებული არ არის, მაგრამ ტენდენცია შეინიშნება”, – განაცხადა დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები