ყვარელში „წითელი ნუსხის“ ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა „წითელი ნუსხის“ სახეობის წაბლის ჯიშის ხე-მცენარე უკანონოდ მოიპოვეს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა.
აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება ყვარლის შსს-ს სამმართველოს.