მიხეილ სააკაშვილი: არსებობს სიტუაციები, როდესაც იარაღი იარაღითვე უნდა შეჩერდეს

პუტინი ახლა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ვინაიდან მიხვდა, რომ შესაძლოა, ამერიკული იარაღი უკრაინაში ჩამოვიდეს – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “სი-ენ-ენთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს სიტუაციები, როდესაც იარაღი იარაღითვე უნდა შეჩერდეს. იგი მიიჩნევს, რომ დროა, ამერიკელებმა უკრაინელებს საბრძოლო რესურსი გადასცენ.
“უკრაინელები ითხოვენ არმიის შეიარაღებას, ვინაიდან ნათელია, რომ მათ თავს ესხმის რუსული არტილერია. ამიტომაც მათ სჭირდებათ საარტილერიო თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები. ვფიქრობ, დროა, ამერიკელებმა უკრაინელებს გადასცენ ეს რესურსი. მახსოვს ჰილარი კლინტონის სიტყვები, რომ უკრაინელები იმსახურებენ იარაღს, ვინაიდან ისინი რუსეთის ძალებს ებრძვიან”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები