ცხინვალი: საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის განთავსება დესტაბილიზაციას გამოიწვევს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატოს მიერ საქართველოში სამხედრო საწვრთნელი ბაზების განთავსება სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
“უდაოდ თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის დაარსება ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. არის დიდი ალბათობა იმისა, რომ მსგავსი ბაზების შექმნა ნატოს სხვა არაწევრმა ქვეყნებმაც მოითხოვონ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მათ თავიანთი მიზნების განხორციელებაში დაეხმარებათ, არადა ეს სიმართლეს არ შეეფერება. ეს ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს”, -განაცხადეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ერთი კვირის წინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ ნატოს საწვრთნელი ბაზა საქართველოში ნამდვილად აშენდება და მისი მთავარი მიზანი საქართველოს სამხედრო ძალების ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება იქნება. სავარუდოდ საწვრთნელი ბაზა ვაზიანის ტერიტორიაზე განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები