დონეცკის „რესპუბლიკაში“, დებალცევოს რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, დებალცევოს რაიონში, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო “რია.რუ” ავრცელებს. მოსახლეობის რაიონიდან გაყვანა დღეს დილით დაიწყეს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დონეცკში არსებული მდგომარეობის გამწვავებას საერთაშორისო საზოგადოები დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ევროკავშირის წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერმა გუშინ განაცხადა, რომ დონეცკიდან დაუყოვნებლივ უნდა გაეყვანათ მშვიდობიანი მოსახლეობა, რადგანაც საომარი მდგომარეობის გამო ყველაზე მეტად ისინი ზარალდებოდნენ.
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ზახარჩენკო კი თავის დროზე აღნიშნავდა, რომ ტერიტორია არც ერთ ადგილობრივ მოსახლეს არ უნდა დაეტოვებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები