აშშ-მ შესაძლოა, უკრაინას სამხედრო შეიარაღება გადასცეს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის შეხვდება. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ბი-ბი-სი” იუწყება, შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა, შესაძლოა, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების გადაცემა გახდეს. რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილმა ეშტონ კარტერმა მზადყოფნა გამოთქვა უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების გადაცემაზე.
შეგახსენებთ, რომ ამერიკა უკრიანისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის თაობაზე თავდაპირველად წინააღმდეგი იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც უკრაინაში არსებული მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა, აშშ-მ პოზიციები შეცვალა.
გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრინას ლეტალურ იარაღს არ გადასცემდა. შეცვლის თუ არა ისიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.