სასამართლომ მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებად 3-3 ათასლარიანი გირაო შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულებს – ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებად 3-3 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
წინასასამართლო სხდომა 26 მარტს 15:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურამ ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე წარუდგინა. მათ მტკიცებულებების გაყალბება ედებათ ბრალად. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები