მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგას ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ პრეზიდენტს იოაკიმ გაუკს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის გარდაცვალების გამო, მწუხარეbა გამოთქვა. „მწუხარებას გამოვთვაქმ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი რიხარდ ფონ ვაიცზეკერის გარდაცვალების გამო. გერმანელ ხალხს მსურს მივუსამძიმრო საქართველოს სახელით. ბატონმა ვაიცზეკერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გერმანიის გაერთიანების საკითხში. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანელი ხალხი მის დამსახურებას ქვეყნის წინაშე არასდროს დაივიწყებს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.