პენსილვანიაში, საცხოვრებელ სახლში ხანძარმა 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში მომხდარმა ხანძარმა 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთმა ადამიანმა კი პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო. როგორც საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” იუწყება, ხანძარი 3 -სართულიანი სახლის ავტოფარეხში დაიწყო და მოგვიანებით მთელს შენობას მოედო. ადგილობრივმა მოსახლეებმა მაშინვე „911“ გამოიძახეს. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა, თუმცა მსხვერპლის თავიდან აცილება სახანძრო – სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები