ფინანსთა სამინისტროში აზიის განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გაფორმდება


საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ხვალ აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ხელშეკრულება გაფორმდება.

როგორც “კვირას“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდება “ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის” მეოთხე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

ხელშეკრულებას ხელს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი კლაუს გერჰაუზერი მოაწერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები