ტაივანში ავიალაინერის ჩამოვარდნის შედეგად 23 ადამიანი გარდაიცვალა



ტაივანში, „ტრანს აზიის“ ავიალაინერის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 23-მდე გაიზარდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ბი-ბი-სი” იუწყება, დაშავებულია 10-მდე მგზავრი, ავიალაინერზე მყოფი 17 მგზავრის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ “ტრანს აზიის” ავიალაინერი ტაპეის ცენტრალური აეროპორტიდან არქიპელაგის კუნძულებზე მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე 53 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები