დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკაში გუშინდელი ღამის განმავლობაში 4 ადამიანი დაიღუპა

დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გუშინდელი ღამის განმავლობაში 4 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაიჭრა. საინფორმაციო სააგენტო „რია. რუ“ იუწყება, რომ მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. დონეცკის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დონეცკში 17 საცხოვრებელი სახლი დაიბომბა და 200- მდე მშვიდობიანი მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები