ტაივანში ავიაკატასტროფას მცირეწლოვანი ბავშვი გადაურჩა

ტაივანში მომხდარ ავიაკატასტროფას მცირეწლოვანი ბავშვი გადაურჩა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის მდინარეში ჩავარდნილი თვითმფრინავის შუა ნაწილში იმყოფებოდა და, როგორც სამაშველო სამსახურში განაცხადეს, სიკვდილს სასწაულმოქმედი გზით გადაურჩა. დაზინაებები მას საერთოდ არ აღენიშნება, ვისთან ერთად იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი ავიალაინერში, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ტავანში დღეს დილით ავიალაინერი ჩამოვარდა. “ტრანსაზია ეარვეისის” კუთვნილ თვითმფრინავში 53 მგზავრი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 9 მგზავრი გარდაცვლილი იპოვეს. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები