ტაივანში „ტრანს აზიის“ავიალაინერის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა

ტაივანში, „ტრანს აზიის“ ავიალაინერის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიალაინერი ტაპეის ცენტრალური აეროპორტიდან არქიპელაგის კუნძულებზე მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე 53 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ტაივანის სამაშველო სამსახური ვარაუდობს, რომ ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ავიალაინერი, რომელიც მდინარე ტაიბეში ჩავარდა, რამდენიმე ნაწილად დაიყო. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები