„მუსიკა მშვიდობისათვის“ – საერთაშორისო საქველმოქმედო პროექტის კონცერტი გაიმართება
8 თებერვალს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში „მუსიკა მშვიდობისათვის“ საერთაშორისო საქველმოქმედო პროექტის კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ: მარია ნემცოვა, ვიტალი ვატულია, ევგენი ნოვიკოვი, დიმიტრი უვაროვი, ხუან მანუელ დომინგესი. შესრულდება შუმანის, ბრამსის, ჩაიკოვსკის, გრიგის, გლასის და ლაგოს ნაწარმოებები. დასწრება თავისუფალია.