ნიუ-იორკში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა

ნიუ-იორკში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” იუწყება, გარდაცვლილია 7 ადამიანი, მათ შორის, სამგზავრო მატარებლის მძღოლიც. 12 ადამიანი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მატარებელში 800-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარკინიგზო ავარია მატარებლისა და ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები