კიევში დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმით აღება სცადეს
უკრაინის დედაქალაქ კიევში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა. თავდაცვის სამინისტროს შტურმით აღების მცდელობის შემდეგ კიევის ცენტრში შეკრებილმა დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღებაც სცადეს. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან დემონსტრანტებმა პირობა მიიღეს, რომ მათი მოთხოვნა უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან განხილული იქნებოდა. გამოცხადდება თუ არა უკრაინაში საომარი მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია.