ხაშურსა და გორში ხე-ტყის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საამქროები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. ცხელ წერტილებში ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების დათვალიერების შედეგად, ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტებში სამი არარეგისტრირებული საამქრო გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, კანონდარღვევით მოქმედი სამივე საამქრო დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მთელ საქართველოს ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით”, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები