სპექტაკლ „ფრინველების“ პრემიერა გაიმართება

6 თებერვალს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლის „ფრინველები“ პრემიერა გაიმართება.
არისტოფანეს პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა დათო პაპავამ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ზაზა გოგუაძე, ბესო ბარათაშვილი, როლანდ ოქროპირიძე, ალიოშა გეწაძე, გურამ ჯაში, ზურა ბეგალიშვილი, ჯაბა კილაძე, ნატა ბერეჟიანი, თეონა ქოქრაშვილი, მაია კაციტაძე, ანა სანაია, ბექა გოდერძიშვილი, ირმა ბერიანიძე.
სპექტაკლის საპრემიერო წარმოდგენები მარჯანიშვილის დიდ სცენაზე ასევე გაიმართება 7, 8 და 14 თებერვალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები