ფილმის „მილსადენი“ ჩვენება გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, „Frontline Georgia“-ში ირლანდიელი რეჟისორის რისტერ ო’დომნაილის ფილმის „მილსადენი“ ჩვენება გაიმართება.
ფილმი 2010 წელს არის გადაღებული და ასახავს ოთხწლიანი არათანაბარი ბრძოლის ისტორიას სოფელ როსპორტის მაცხოვრებლებსა და კომპანია „Shell“-ს შორის. ეს ირლანდიის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული საპროტესტო აქციაა. როსპორტის მოსახლეობა, რომელიც მშენებლობას დასაწყისშივე არ ეთანხმებოდა, წინ აღუდგა ამ პროექტს და რამდენიმე წლის განამავლობაში ძველი სათევზაო ნავებით, გასაბერი კატერებით და საკუთარი სხეულით იცავდნენ კუთვნილ ნაკვეთებს. დოკუმენტური ფილმი საპროტესტო აქციების ამსახველი კადრებით სამოქალაქო აქტიურობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგინეს.
საქართველოს მოსახლეობა დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, ხორციელდება უამრავი მსხვილი პროექტი, რომელიც იერსახეს უკარგავს თბილისს და ზიანს აყენებს საქართველოს სხვადასხვა კულტურულ ძეგლს. რა პერსპექტივები აქვს სამოქალაქო აქტივიზმს? შესაძლებელია თუ არა მოქალაქეების ჩარევამ გავლენა მოახდინოს ფართო მასშტაბის მშენებლობების ბედზე? რა შედეგებს მოიტანს რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკა? ფილმის დასრულების შემდეგ აუდიტორიას მიეცემა ამ კითხვების ირგვლივ დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება. დისკუსიას „მწვამე მუშტის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ წიქარიძე გაუძღვება.
ფილმი ნაჩვენები იქნება „ფრონტლაინ ჯორჯია“ კლუბის პრეოქტის „ღია პლატფორმის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით.
ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები