სოფელ ჯუგაანში “ლიბერთი ბანკის” სერვისცენტრი გატეხეს
სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში “ლიბერთი ბანკის” სერვისცენტრი გატეხეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა შენობიდან სეიფი გაიტაცეს, რომელშიც 3000 ლარი ინახებოდა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ობიექტს დაცვის სასახური არ ჰყავს და მძარცველმა შესვლა კარიდან მოახერხა.