“Alibaba”-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგსა და „Amazon“-ის გენერალურ დირექტორზე მდიდარი გახდა

„Alibaba Group“-ის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ჯეკ მა “Facebok”-ის შექმნელ მარკ ცუკერბერგსა და „Amazon“-ის გენერალურ დირექტორ ჯეფ ბეზოსზე მდიდარი გახდა, ეს მას შემდეგ მოხდა რაც მისი კორპორაცია 50 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. ამასთან ერთად ჯეკ მამ ჩინეთს ყველაზე მდიდარი ადამიანის წოდებაც დაიბრუნა. ამ ინფორმაციას „Bloomberg“-ი ავრცელებს. ამ დროისთვის ჯეკ მას ქონება 35 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და „Bloomberg Billionaires Index“-ის მონაცემებით მსოფლიო უმდიდრეს ადამიანთა შორის 13-ე ადგილს იკავებს. ამრიგად ელექტრონული კომერციის უმსხვილესი კომპანიის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგსა (33,2 მილიარდი აშშ დოლარი) და ჯეფ ბეზოსს (33,1 მილიარდი აშშდოლარი) გადაასწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები