ქუთაისში დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღეს

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1971 წელს დაბადებული გენადი ჟ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქუთაისში, მშენებლის ქუჩაზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასანთის 44 კოლოფში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 69,35 გრ მარიხუანა. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები