ბრიტანელმა მეცნიერებმა მიქელანჯელოს მიერ შექმნილი ქანდაკებები აღმოაჩინეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, თუ ვის ეკუთვნის ადრე აღმოჩენილი ბრინჯაოს ორი ქანდაკება. გავრცელებული ცნობებით, ნამუშევრები იტალიელმა მოქანდაკემ და მხატვარმა მიქელანჯელომ შექმნა. საუბარია პანტერებზე ამხედრებული ორი მამაკაცის ბრინჯაოს ქანდაკებებზე.
უცხოური მედიის ცნობით, მანამდე ვარაუდობდნენ, რომ მე-16 საუკუნეში შექმნილი ეს ორი ქანდაკება ნაკლებად ცნობილ ავტორებს ეკუთვნოდათ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა მეცნიერმა აღმოჩენილი ქანდაკებები მიქელანჯელოს მოსწავლის მიერ შესრულებულ მიქელანჯელოს ქანდაკების ქაღალდზე გამოსახულ ვერსიას მიამსგავსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები