ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან ფარულად, დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, “ყაზბეგის” გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 დან 5 წლამდე.